უკან

კომენტარი

19 ნოემბერი, 2018 13:20
font-size

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ - რომან გოცირიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ე.წ. ,,შავი სიიდან“ 600 ათასამდე მოვალეს ვალი ჩამოეწერება.

როგორც დეპუტატი წერს, ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას.

,,გაუგებარია მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ან მთავრობა რა შუაშია, თუ ამას ”ქართუ” აკეთებს? ან ქართუ რას აკეთებს ვინმემ გაიგო?

საუბარია 2 ათას ლარამდე უიმედო სესხების ჩამოწერაზე. ყოველწლიურად კომერციული ბანკები ისედაც ახდენენ მსგავსი სესხების ჩამოწერას. შარშან 70 მილიონი ლარი იქნა ჩამოწერილი. ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 50 მილიონი ლარის ოდენობის უიმედო ვალის ჩამოწერა ხდება ყოველწლიურად საშუალოდ. როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს წაეშველება ქართუ რამდენიმე ათეული მილიონით. ზღაპარია მილიარდნახევარ ლარზე საუბარი. უნდათ რაღაც იდეის წინასაარჩევნოდ შეფუთვა.

რომელი დაპირება შესრულდა:

-600 მილიონი ევროს ღირებულების სიმსივნის თერაპიის ცენტრი?

-500 მილიონი ევროს ღირებულების ქუთაისის უნივერსიტეტი?

-ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის აგრარული უფასო ფულის ფონდი?

-120 მილიონი დოლარის ღირებულების სოფლის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა?

ასეთივე ბლეფია მილიარდნახევრის ჩამოწერა. თავი ფული რამდენჯერმე ნაკლებია და უიმედო სესხების ჩამოწერა ბანკებთან ერთად ქართუს მონაწილეობით მორიგი საარჩევნო ტრიუკია.

პირველ ტურამდე რატომ არ გააკეთეს? კარგი ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატის წაგება. მეორე ტურში რომ წააგებს, იქნებ მართლა დაიწყოს ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა?

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ხმასაც კი არ ამოვიღებთ, ოღონდ რაიმე გააკეთონ.

როცა სინამდვილე გაირკვევა, აღმოჩნდება, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“, - წერს რომან გოცირიძე.

საკვანძო სიტყვები:

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი