უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 თებერვალი, 2025 14:19
font-size

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.

სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.

მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოვავლინეთ - სურსათის ეროვნული სააგენტო

13 თებერვალი, 2026 , 17:02

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აბაშასა და სამტრედიაში ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბაშაში არსებულ არა

მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა

13 თებერვალი, 2026 , 10:57

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა. დათევზ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

10 თებერვალი, 2026 , 13:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. შპს „ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი,

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედში ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა

9 თებერვალი, 2026 , 16:01

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედიში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი