პოლიტიკა


პრემიერის მოწოდება შეიძლება ეხებოდეს „ქართული ოცნების“ იმ ნაწილს, რომელსაც ევალება რეფორმების გატარება მართლმსაჯულების სფეროში - ანა დოლიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა უვადო მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დაწერა, „რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც“.
დოლიძის შეფასებით, პრემიერმა ამ განცხადებით მოუწოდა მმართველი გუნდის წევრთა ნაწილს, გაატარონ რეფომრები მართლმსაჯულების სფეროში.
„მივესალმები ამ განცხადებას, მიუხედავად იმისა რომ განცხადებას პრაქტიკული შედეგი ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღნიშნავს „ქართული ოცნების“ მორალურ საფუძვლებს. „ქართულ ოცნებას“, როგორც პოლიტიკურ ძალას, ჰქონდა მორალური საფუძველი და მთავარი მორალური საფუძველი იყო სამართალში. პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ამ მორალურ საფუძველს და რეალურად არის მოწოდება, რომ დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს პრაქტიკისთვის თითქოსდა დაგვიანებულია, შეიძლება იყოს გაგებული რომ „ქართული ოცნების“ ის ნაწილი, რომელსაც ეხება რეფორმების გატარება ამ სფეროში, დაჯდეს და გაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც დააბრუნებს მას იმ საწყისთან, რომელიც ამ მოძრაობას ჰქონდა 2011-2012 წლებში.
ეს განცხადება არის მოწოდება, რომ ის სულისკვეთება, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა, რომ აქ იქნება სამართლიანობა და სამართლიანობის აღგენა, ამ მორალურ საფუძვლებთან დაბრუნდნენ და ეს უნდა მოხდეს რეფორმების გზით.
ვიცით, რომ სულხან მოლაშვილი დღეს დადგენილია, როგორც წინა ხელისუფლების პოლიტპატიმარი და მსხვერპლი, მისი განმხილველი საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ, ასევე სერგო თეთრაძის საქმის მოსამართლის დატოვება უვადოდ ეს არის პოლიტიკური პატიმრებისთვის სილის გაწნა, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანებისთვის სილის გაწნა და კარგია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ სავალალო შედეგს მიხვდნენ, ამას აჩვენებს პრემიერის განცხადება“, - აღნიშნა დოლიძემ.
კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გუშინ გაიმართა. სულ საბჭომ 50 კანდიდატიდან 44 განამწესა უვადო მოსამართლეებად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა 6, 7 და 8 თებერვალს.
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21