უკან

პოლიტიკა

31 იანვარი, 2018 16:35
font-size

პრემიერს ვთხოვეთ, რომ საკანონმდებლო პროცესში ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული და უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს - სოსო ფხაკაძე

ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოეწონა მათი კვლევის - „საქართველოს ბიზნესგარემო კერძო სექტორის თვალით“ შედეგების პრეზენტაცია.

„ძალიან გვიხარია, რომ პრემიერმა მოიწონა ჩვენი კვლევის პრეზენტაცია და სურვილი გამოთქვა, მომავალ წელსაც ასეთი პრეზენტაცია გავაკეთოთ. ეს იქნება ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენ შორის კომუნიკაციის უფრო მეტად გაფართოებას და საბოლოო ჯამში, ეს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა ფხაკაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესასოციაციის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

ფხაკაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ჩატარებულ რეფორმებზე.

„ერთ-ერთი არის მოგების გადასახადის რეფორმა, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის დასრულება. მნიშვნელოვან რეფორმად ითვლება ასევე საპენსიო რეფორმა. როგორც ხელისუფლება, ისე ბიზნესი ამბობს, რომ ორივე მხარემ ერთად უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, რათა მომავალში უფრო კარგი მომავალი შევქმნათ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიზნესი რეფორმებს დადებითად აფასებს.

ფხაკაძის შეფასებით, ერთ-ერთ გამოწვევად ბიზნესისთვის რჩება ლარის კურსი, რასაც ხელისუფლება იზიარებს.

„ასევე საუბარი გვქონდა საკანონმდებლო სისტემის უფრო მეტ სტაბილურობაზე. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ამ პროცესში ბიზნესი უფრო მეტად იყოს ჩართული და უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს დღეს შეხვდა.

ღონისძიებას, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ