უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2017 17:45
font-size

პრეზიდენტი არ აპირებს იყოს სათამაშო და მძევალი „ქართული ოცნების“ ხელში - ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს მხოლოდ იმ საკითხებს დაადოს ვეტო, რომლებზეც მმართველმა გუნდმა მიუთითა.

„პრეზიდენტი არ აპირებს, იყოს უბრალოდ სათამაშო, მძევალი „ქართული ოცნების“ ხელში და მხოლოდ ის ჩაწეროს ვეტოს დოკუმენტში, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა. პრეზიდენტი ჩაწერს იმას, რაც შედის ქართული საზოგადოების ინტერესში და ამაზე პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი იურისტებიცა და პოლიტიკური პარტიებიც ვართ ერთიანი და შესაბამისად მოტივირებული შენიშვნები გაეგზავნება პარლამენტს“, -განაცხადა ჭიაბერაშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის პირველი პირი ოპოზიციას ხვდება ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე საკონსულტაციოდ. შეხვედრაში უნდა ჩართულიყო მმართველი პარტიაც, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილს ცალკე, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

შეხვედრა გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დააანონსა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზების საპასუხოდ. კობახიძის წინადადების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ვეტო უნდა დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას.

შეგახსენებთ, 26 სექტემებრს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი. კენჭისყრის შედეგად, 117 დეპუტატმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა პარლამენტარმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&