უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების კანონის განსახილველად დღეს საპარლამენტო ფრაქციებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო ფრაქციებს შეხვდება, სადაც ისაუბრებენ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის შესახებ.
დოლიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოვლენ თუ არა შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
„ჩვენ ფრაქციებს შევთავაზეთ კონსულტაციები მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯერ ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია უმრავლესობისგან, თუმცა მივიღეთ გამოხმაურება „ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“. დღეს პრეზიდენტი ხვდება ამ ფრაქციების წარმომადგენლებს, მოვისმენთ მათ შეხედულებებს კანონთან დაკავშირებით, გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს და ვიფიქრებთ მომავალ ნაბიჯებზე“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25