პოლიტიკა


პრეზიდენტი ყველანაირად ეცდება, რომ მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა - ზაზა სარალიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა შეაფასა. სარალიძის ვარაუდით, პრეზიდენტი მთავრობას მოელაპარაკება საქმესთან დაკავშირებით.
სარალიძემ განმარტა, რომ მისი მოთხოვნა უცვლელია - დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები.
„ჩემი შვილის მკვლელები იყვნენ ყველა დასჯილები აბსოლუტურად, გავუზიარე ის დეტალები, რა დეტალებიც იყო დამალული. რა ბერკეტები აქვს, რას გამოიყენებს ვერ გეტყვით. მითხრა რომ ყველანაირად ეცდება რომ მე არ დამრჩეს უსამართლობის განცდა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება“, - განაცხადა სარალიძემ.
მან დასძინა, რომ პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა.
„განადგურებულია ნივთმტკიცებები, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტმა გამოხატა სოლიდარობა ჩვენს მიმართ. არ ვიცი როგორ დაგვეხმარება, პრეზიდენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს“, -უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.
პრეზიდენტი უშუალოდ ესტუმრა ზაზა სარალიძეს რუსთაველზე გაშლილ კარავში. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25