პოლიტიკა
პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ხვალ დაგეგმილი სახალხო განხილვის გამართვის შესახებ და მას სპექტაკლს უწოდებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას. მან ძალიან კარგად იცოდა, დარწმუნებული ვარ, რომ 10-ში იქნებოდა პლენარული სხდომა, შესაბამისად, სხდომის დროს დეპუტატები სპექტაკლში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგად უწყიან პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ საერთო სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, რომელიც კანონით არის გაწერილი და ბუნებრივია, აქ რაიმე სხვა საკითხებზე საუბარი არის ძალიან უხერხული, როგორც მინიმუმ“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დააანონსა, რომ პრეზიდენტი 10 მარტს გამართავს პრეზენტაციას საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სახალხო განხილვების დაწყებასთან დაკავშირებით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


