პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ - მამუკა მდინარაძე
პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური დაპირისპირება თავიდან ავიცილოთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების სასარგებლო განცხადებებისთვის გააკრიტიკა.
მდინარაძის თქმით, როდესაც ორი პრეზიდენტი - ყოფილი და მოქმედი - საუბრობენ ერთ ხმაში, საზოგადოების გადასაწყვეტია, ეს არის დამთხვევა, თუ ეს არის პოლიტიკური მიზანი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ხმაშეწყობა, სადაც მარგველაშვილი ცდილობს და მისი პოლიტიკური ამოცანაა, რამენაირად გამოიყვანოს იმ თავხედობიდან, იმ დანაშაულიდან, რაც მიშა სააკაშვილმა წინა პერიოდში ჩაიდინა“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატმა მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის პოლიტიკურ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ეს არის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ნება და მიზანი“.
„როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე დღის წინაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონზე განმარტებებს და არგუმენტებს ითხოვდა, მათ უპასუხეს უზრდელობით და არ შევიდნენ დისკუსიაში არგუმენტებთან დაკავშირებით. ჩვენ კორექტულები ვიყავით და შევეცდებით ასევე ვიყოთ მომავალშიც. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება, მაგრამ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურია დაპირისპირება ავიცილოთ, პრეზიდენტი მარგველაშვილი არ იძლევა“, - განაცხადა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


