პოლიტიკა
პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მთავრობამ უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა ამ დრომდე არ შექმნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო უქმდება. პრეზიდენტმა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცვლილებებს, რომლითაც უშიშროების საბჭო უქმდება, ხელი დღეს მოაწერა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი მოწოდებისა, მთავრობამ არ შექმნა ისეთი სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.
„ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც აუქმებს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს, როგორიც არის უშიშროების საბჭო. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, დაუშვებელია, რომ არ არსებობდეს მსგავსი ტიპის ორგანო და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დროულად შექმნილიყო თუნდაც სხვა უწყება, რომელიც მუდმივმოქმედ რეჟიმში გადაიბარებდა უშიშროების საბჭოს ფუნქციებს და შექმნიდა პლატფორმას, სადაც ანალიზზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით უმაღლესი თანამდებობის პირებს ექნებოდათ მუდმივი შესაძლებლობა, რომ ემუშავათ იმ საკითხებზე, რაზეც უშიშროების საბჭო იყო უფლებამოსილი. სამწუხაროდ დღემდე ასეთი შემცვლელი ორგანო არ შექმნილა და ბუნდოვანია როდის და რა ფორმით შეიქმნება ასეთი უწყება. ქვეყნის დატოვება მსგავსი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე განუსაზღვრელი და ბუნდოვანი ვადით არის ძალიან არასწორი ნაბიჯი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოებრივ მიდგომას ამ თემის მიმართ და ეს საკითხი რჩება ღია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

