უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო - მამუკა მდინარაძე
„წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებას. ფხალაძის თქმით, დღეს ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ელჩებს „პარტიული დავალებები“ მისცა, რაც დაუშვებელია.
მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს რამე პარტიული დავალებები არ გაუცია დიპლომატიური კორპუსისთვის.
„ალბათ, ოპოზიციურ ფრთაზე მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს. სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25