პოლიტიკა
პრეზიდენტმა მიცემული საშუალება გამოიყენა კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული პიარკამპანიის დასაწყებად - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში მმართველი გუნდი მას შეხვდება კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციის გამოსასწორებლად მიცემული შანსი საკუთარი პიარკამპანიისთვის გამოიყენა.
„ველოდებით და ჩვენ გვაქვს მობილიზება, რომ თუ მას სურვილი აქვს, შეხვედრას დავესწროთ აუცილებლად, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი და არა მხოლოდ პიარკამპანიაზე გათვლილი. პრეზიდენტს მივეცით საშუალება, გამოესწორებინა მთელი ამ ხნის განმმავლობაში დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია. თუმცა, მან ეს გამოიყენა კიდევ ერთი პიარკამპანიის დასაწყებად, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი მზადაა, კონსტიტუციაზე სალაპარაკოდ „ქართულ ოცნებას“ შეხვდეს, თუკი მათ სურვილი ექნება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


