უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო კომისიას - ირაკლი სესიაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა გააკრიტიკა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.
სესიაშვილის განცხადებით, კომისიაში შეთანხმებული არიან, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება.
„კომისიაში მეტ-ნაკლებად ვთანხმდებით, რომ შემდეგი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით, ხოლო მაგის შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით დაინიშნოს. სწორედ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულაციები“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილმა პრეზიდენტის განცხადება სპეკულაციად შეაფასა.
„პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა კიდევაც, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ იმ მიდგომას, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს არაპირდაპირი წესით, და ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლა, მაინც სპეკულააციის გზით წავიდა, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავისი კრიტიკული განცხადებით „შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად კომისიას“.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევის ორსაფეხურიან წესზე მსჯელობს.
მარგველაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვის მოტივაცია არის „არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები“.
ანა მებურისვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12