უკან

პოლიტიკა

22 მარტი, 2017 12:50
font-size

პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

„პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავუმკლავდეთ ტერორიზმის რისკებს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა“, - განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, კანონი აბალანსებს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების დაცვის უფლებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

„ეს არის ახალი კანონი, სადაც ბალანსი არის მოძებნილი მოცემულ დროს, კონტექსტსა და სივრცეში. ეს არის ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის. ახალ კანონში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გადაეცემა ახალ ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს გამოძიების უშუალო ინტერესი. ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები არის ძლიერი და შეესებამება იმ მოთხოვნებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა. ეს არის საპარლამენტო კონტროლი, სასამართლო კონტროლი. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი“, - თქვა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ფარული მოსმენებისა და მიყურადების განმახორციელეებლი სააგენტოს კონტროლი დასავლეთში აპრობირებული პრაქტიკაა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, მოითხოვონ მეტი და კრიტიკულად შეხედონ საკითხებს, მაგრამ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანა. დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ითვლება აღმასრულებელ ფუნქციად და არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, ამიტომ პასუხისმგებლობა გვეკუთვნის ჩვენ და მივიღეთ კიდეც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა 20 მარტს ვეტო დაადო. მიზეზად მან დაასახელა, რომ ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო ისევ სუს-ის კონტროლის ქვეშ იქნება, აგრეთვე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რაც ეს კანონი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი

2 თებერვალი, 2026 , 18:34

ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე, მისი ფუნქციის და არქიტექტურის შეცვლას , - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი,&nbs

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

2 თებერვალი, 2026 , 18:21

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს

2 თებერვალი, 2026 , 18:09

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 3-6 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო და მათი შემდგომი განხილ

წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი

2 თებერვალი, 2026 , 17:56

არავითარი რეპრესია არ არსებობს. ნებისმიერი გრანტი დასაშვებია, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ პროგრამა განეკუთვნება კულტურის დარგში ცნობიერების ამაღლებას, იმ თანხით არ უნდა ჩაატარო შეკრება, რომელიც ეხება ახალგაზრდების ტრენინგს

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი

2 თებერვალი, 2026 , 17:47

დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - ეს არის ერთი ქოლგის, ერ

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

2 თებერვალი, 2026 , 17:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი