უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


პრეზიდენტს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად დანიშნოს არჩევნების დღე - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი რაც შეიძლება მალე დანიშნოს.
ბაქრაძის განმარტებით, ამით ოპოზიციას საშუალება მიეცემა, თანაბარ პირობებში წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია.
„როგორც პრეზიდენტს, მინდა მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად დანიშნოს არჩევნების დღე, რომ თანაბარ პირობებში მოუწიოს ბრძოლა ოპოზიციას ხელისუფლებასთან“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება.
„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ სრულად ვიბრძოლოთ პირველ ტურში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის თითოეული მხარდამჭერისთვის იმის ცოდნა, რომ ის უნდა მოვიდეს არჩევნებზე, პირველივე ტურში და ბოლომდე იბრძოლოს ოპოზიციის მხარდაჭერისთვის. მაღალი ალბათობით, ველოდებით მეორე ტურსაც და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპოზიციის გაერთიანება მეორე ტურში გადასული კანდიდატის ირგვლივ. ეს მაღალი ალბათობით შექმნის წინაპირობას ოპოზიციის გამარჯვებისა არჩევნებში. უნდა ვიბრძოლოთ პირველ ტურშიც და მეორეშიც. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გადასაწყვეტია, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, თუმცა სასურველია, მისი გადაწყვეტილება სწრაფად ვიცოდეთ, ვინაიდან ეს იმოქმედებს გარემოებებზე და რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდება, მით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის. თუმცა მისი პირადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნამდვილად ველოდებით მისგან სწრაფ ნაბიჯს და ეს არის არჩევნების თარიღის დანიშვნა“, - განაცხადა ბაქრაძემ.
უმცირესობის ლიდერის თქმით, ყოველი დღე, როცა ოპოზიციამ არ იცის არჩევნების თარიღი, არის ოპოზიციისთვის დაკარგული და ხელისუფლებისთვის სასარგებლო დღე, რადგან თარიღის გარეშე ოპოზიციას არ აქვს საეთერო დრო, რეკლამის გაშვების უფლება და არც ერთი ის ინსტრუმენტი, რომელსაც ოპოზიცია არჩევნებზე იყენებს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის შესაძლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ვერცერთი კანდიდატი დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუკი მას რომელიმე პარტია გაუმაგრებს ზურგს.
„ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ თითქოსდა გარეშე და დამოუკიდებელი ადამიანი. ვერ იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუკი მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება“. რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობას, თუკი ზურგს გიმაგრებს პარტია და ამ კამპანიას ატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. არანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე აქ საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ მისი ნორმით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება და მოიფიქრეს ეს მიდგომა, რომ თითქოს საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ გამოსავალი არის არა ამაში, არამედ ამ პოლიტიკური გუნდის სრულ დემონტაჟში“, - განაცხადა ბაქრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12