უკან

სამართალი

19 მაისი, 2017 12:45
font-size

პროკურატურა ე.წ ციანიდს საქმის პროცესის დახურვას ითხოვს

პროკურატურა, ე.წ ციანიდის საქმის პროცესის დახურვას ითხოვს.

როგორც მედიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დღევანდელი პროცესის დაწყების წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, არსებობს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები.
მისი თქმით, საქმეში მოიპოვება დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რაც ბრალდების აზრით, საჯარო არ უნდა გახდეს.

„წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები, პროცესის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა. ყველასთვის ცნობილია, რომ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიებაც კი. გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საჯარო არ უნდა გახდეს. ეს საფრთხეები დღესდღეობით ისევ არსებობს“,-აღნიშნა პროკურორმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას კი მიაჩნია, რომ პროცესის დახურვის მოთხოვნის მიზეზი არის ის, რომ ბრალდების მხარეს „დასამალი აქვს ბევრი რამე“.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო აუცილებლად უნდა იყოს ღია, რათა მიეცეს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საზოგადოებას, ჟურნალისტებს უფლება დაესწრონ და ჩაატარონ მონიტორინგი, რომლის ინტერესი ნამდვილად დიდია. დაესწრონ და მიიღონ ინფორმაცია არა მხარეებისგან , არამედ ნეიტრალური მხარიდან. მათ დასამალი აქვთ ძალიან ბევრი და ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სწორედ სასამართლოდან, თუ რისი დამალვას ცდილობენ დღემდე“,-აღნიშნა ფანცულაიამ.

მონიკა დავლიანიძე

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს