უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
კომენტარი

პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველო გამოყენებულია რუსებისთვის სანქციების ასარიდებლად - ვასო ურუშაძე
„წლებია ვსაუბრობთ და ვაქვეყნებთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ საქართველო გამოყენებულია რუსეთზე დაწესებული დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებელ მესამე ქვეყნად. დღეს საქართველოს პროკურატურამ ეს დაადასტურა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„სქემა მარტივია, სავარაუდოდ რუსეთიდან შემოდიოდა „შავი ფული“ „ქეშის“ სახით, რუსული რუბლი, ყალბი წარმომავლობის დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა ამ ფულის გათეთრება, ევროსა და დოლარის შეძენა და ქართული, ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ევროპის ბანკებში გადარიცხვა, სხვადასხვა, რუსეთის ბაზრისთვის სანქცირებული პროდუქციის შესაძენად, რომელიც ისევ საქართველოს გავლით ხვდებოდა რუსეთის ბაზარზე.
ამ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მფარველობის სანაცვლოდ აუცილებლად გამდიდრდებოდნენ რიგი ჩინოვნიკები, რთული გამოსაცნობი არ არის ვის ექნებოდა ასეთი გავლენა, 2022-2024 წლებში. სავარაუდოდ სქემა დღესაც მუშაობს, ახალი მფარველებითა და სხვა „ბიზნეს“ სუბიექტებით, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით გიამბობთ.
ფაქტია, ამ თაღლითური სქემით არც ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულა და არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამდიდრებულ ჩინოვნიკს და მათ ოჯახის წევრებს“, - წერს ვასო ურუშაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყებაში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი არ არის.
საკვანძო სიტყვები:
პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
18 სექტემბერი, 2025 , 19:49
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
18 სექტემბერი, 2025 , 19:44

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:30
საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:27
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე
17 სექტემბერი, 2025 , 12:35