უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
სამართალი
პროკურატურის განცხადება გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ
პროკურატურა გურამ რჩეულიშივილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განადწყვეტილებას გამოეხმაურა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ბათუმის მაგნოლიის“ საქმეზე დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
იმის გათვალისწინებით, რომ გურამ რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრა თვიანი ვადა მიმდინარე წლის 12 აპრილს იწურებოდა და ამ ვადის ამოწურვამდე ვერ ხდებოდა საქმის არსებითი განხილვის დასრულება, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იმ მოტივით, რომ კვლავაც არსებობდა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას ასევე დამატებითი ღონისძიების სახით ჩამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა.
პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენა 2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის“,-ნათქვამია განცხადებაში.