უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
სამართალი


პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან - ფაქისო მოჩოჩოკო აგვისტოს ომის გამოძიებაზე
ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელის, ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება თავისუფალია პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. ამის შესახებ მან პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის თემაზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირებები იქონიებს თუ არა გამოძიების პროცესზე გავლენას ან იქნება თუ არა მასალებზე თანდართული.
მოჩოჩოკოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, ის აგროვებს ინფორმაციას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად. მისი განცხადებით, გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს.
„ეს არაა პოლიტიკური ინსტიტუტი, ამიტომ, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, ეს მხოლოდ ხალხის საქმეა. ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი არ მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – აღნიშნა მოჩოჩოკომ.
მისივე განცხადებით, რუსეთი არ მიდის თანამშრომლობაზე, თუმცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ყველაფერს აკეთებს რუსეთის დასარწმუნებლად.
„სამწუხაროდ, რუსეთი არაა ჩართული გამოძიების პროცესში, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავარწმუნოთ ისინი, რათა ჩვენთან ერთად იმუშაონ. მაგრამ გამოძიება რუსეთის გარეშეც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა, რომ მოგვეგროვებინა ყველა სახის მტკიცებულება ორივე მხრიდან, მაგრამ თუ ამის ნება არ არის, მაშინ გავაგრძელებთ ძალისხმევას და ვიმუშავებთ იმ ინფორმაციით, რასაც მოვაგროვებთ”, – განაცხადა მოჩოჩოკომ.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ რამდენიმე დღის წინ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან ამონაწერი წარადგინა. ბაქრაძის თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები არის საშიში და ზიანის მომტანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06