უკან
კომენტარი
27 სექტემბერი, 2018 13:45
პროცესის პოლიტიკური ნიშნით წარმართვა მიუღებელია - ლევან იზორია ,,ომეგა ჯგუფის` საქმეზე
ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესის პოლიტიკური ნიშნით წარმართვა მიუღებელია.
„თქვენ მოგეხსენებათ თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება. თუ გამოიკვეთა გარკვეული ტიპის დანაშაულები დარწმუნებული ვარ, იქნება მყისიერი რეაგირება, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესის გარკვეული პოლიტიკური ნიშნებით წარმართვა არის ყოვლად მიუღებელი.
მით უფრო გამოყენება კანონიერი მოთხოვნების უგულებელყოფისთვის, კერძოდ, რაც საგადასახადო დავალიანებასთან არის დაკავშირებული ყოვლად მიუღებელია. ასე რომ, პროცესი დაადგენს ჭეშმარიტებას და ნათელი მოეფინება ყველაფერს“, - აღნიშნავს ლევან იზორია.