არქივი
პოლიტიკა
ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ აღკვეთოს უზნეო განცხადებები - გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი გამოეხმაურა საპატრიარქოს განცხადებას რელიგიური გრძნობების დაცვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა აქვს, რომ ისეთი პროვოკაციული, უზნეო განცხადებები არ მიიღოს და აღკვეთოს, რასაც ადგილი ჰქონდა“.
დეპუტატმა დაამატა, რომ პროვოკაციის აღკვეთა შეიძლება გაძნელდეს „საკმაოდ რთულ ვითარებაში“.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფად ჩათვალა.
გაბუნიამ თავის შესავალ სიტყვაში იესო ქრისტე აჭარაში ხეების მოჭრისა და გადატანის ფაქტს დაუკავშირა: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო“.
ამ განცხადების გასაპროტესტებლად „ქართული მარშის“ აქტივისტები ორშაბათს სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე რუსთავი 2-ის შენობასთან შეიკრიბნენ.
აქციის დროს „ქართული მარშის“ წევრებმა ალყა შემოარტყეს მანქანას, რომელშიც იმყოფებოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შეკრებილებმა მანქანა დააზიანეს, ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტ დავით ერაძეს.
ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარი ძალადობის გამო „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი დააკავეს სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.
გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერი არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

