უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
ქართული დიპლომატიის ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიომ საქართველოს სიტუაცია არ დაივიწყოს - სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის, ჯონათან ალენის განცხადებას. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ალენმა თქვა, რომ რუსეთი აბუჩად იგდებს საერთაშორისო სამართალს და ამის მაგალითად მოიყვანა სიტუაცია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და საქართველოში.
როგორც ზურაბიშვილმა პირველ არხს განუცხადა, მნიშვნელოვანია საქართველომაც გამოხატოს სოლიდარობა მსგავსი ტრაგიკული ამბების დროს.
დეპუტატის შეფასებით, მსოფლიო ქვეყნებს შორის სოლიდარობის პრობლემა ჩნდება, თუკი საქმე რუსეთს ეხება, რაც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლამ ცხადყო.
„საყურადღებო მომენტია, რომ ამ შემთხვევაში, ამერიკამ ბრიტანეთს სოლიდარობა არ გამოუცხადა და აშშ-ის პრეზიდენტმა შეფასება არ გააკეთა. უფრო სწორად, შეფასებისგან თავი შეიკავა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მისი მთავარი პარტნიორი ამ მდგომარეობაშია. მსოფლიოში ეს სოლიდარობა საკმაოდ დარღვეულია, როცა საქმე რუსეთს ეხება. ყველა თავის ინტერესებს უფრო იცავს, ვიდრე ზოგად სოლიდარობას, რაც მოცემულობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის აქტუალიზაცია, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს თემა არ დაივიწყონ.
გარდა ამისა, ზურაბიშვილის აზრით, თვითონ საქართველოც, კერძოდ, მედია უნდა იყოს მეტად დაინტერესებული საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებით.
„ეს ერთი მოვლენაა, რომელიც ხვალ დაავიწყდებათ, როგორც დღეს გაახსენდათ. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ საქმე მხოლოდ ამ ტიპის სოლიდარობით არ კეთდება. დღეს ახსენდებათ, ხვალ ავიწყდებათ. ყველა ქვეყანა იმის მიხედვით მოძრაობს, სადაც მათი მთავარი ინტერესებია და ესეც გასაგებია და უნდა ვიცოდეთ. ამაზე ცოტა რეალისტური მიდგომაცაა საჭირო. ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყო, რომ შენი საკითხი არ დაივიწყონ, მაგრამ გააქტიურება მხოლოდ ასეთი განცხადებებით არ არის. სულ, მუდამ ვეხვეწებით – აი, განცხადება გააკეთეთ და ჩვენი საკითხები გაიხსენეთ. გააქტიურება სხვა ფორმითაც შეიძლება, ჩვენ მსოფლიო მოვლენებში უფრო უნდა ვიყოთ ჩართული. მათ შორის, მედია. როცა მედიაგამოშვებებს ვუყურებთ, უცხოეთი საერთოდ გვავიწყდება. უცხოეთს ძალიან ცოტა ყურადღებას ვაქცევთ და ყოველთვის ვითხოვთ, რომ საქართველო სხვებმა გაიხსენონ და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება. აქცენტი სირიაზე მაქვს. ბოლო პერიოდში, სრული ტრაგედია დატრიალდა და პრაქტიკულად, ეს ჩვენს ტელევიზიებს არ ახსოვთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




