უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
`ქართული ოცნება` და პარლამენტი რომ განახევრდეს უცებ, მერე რა უნდა ვქნათ?- რომან გოცირიძე
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა.
კობერიძე გამოდის ინიციატივით, რომ ლუსტრაციის კანონი იქნას მიღებული.
„ძალიან კარგი იქნება თუკი ლუსტრაციის კანონს მიიღებენ, მაგრამ "ქართული ოცნება" და პარლამენტი რომ განახევრდეს უცებ, მერე რა უნდა ვქნათ? დარწმუნებული ვარ, ამ კანონს არ მიიღებენ, რადგან მათთვის ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საბჭოთა წარსულისთვის სახელის დარქმევა კი არ არის საჭირო, არამედ საბჭოთა წარსულის გადმონაშთები უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკიდან. ერთმანეთის მიყოლებით სულელურ განცხადებებს აკეთებენ. თურმე გენერალს არ აქვს უფლება სამხედრო ფორმით გააკეთოს განცხადება. საკუთარი აგენტის ფორმიანი განცხადება მისაღებია და გმირი გენერლის განცხადება მიუღებელი? ეს მაჩვენებელია ერთი რამის - წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არის პანიკაში და დგამს ერთმანეთზე წამგებიან ნაბიჯებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


