უკან

რეგიონები

11 ნოემბერი, 2017 12:20
font-size

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი დაბა ნასაკირალის ამომრჩეველს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დაბა ნასაკირალის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაბა ნასაკირალი ყოველთვის გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურით, რაც ალამაზებდა აქაურობას. მინდა, ნასაკირალს ის ღირსება დავუბრუნო, რაც ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ. იმედია, მომცემთ საშუალებას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება“ , - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოზურგეთის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აჭარის მთავრობა თქვენ გვერდითაა და ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ძლიერი რეგიონი კი, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მართვა და ძლიერი მენეჯერი. ამიტომაც, ბეგლარ სიორიძე ღირსეულ გამარჯვებას იმსახურებს“, - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებები უსურვა.

„ჩვენ ყველას გვინდა ნასაკირალის განვითარება. აქ შეკრებილ ადამიანებს კი შეგვწევს ძალა, რომ მისი უკეთესი მომავალი ერთად უზრუნველვყოთ. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ სახელისუფლო კანდიდატს. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პრობლემების სრულად მოგვარება ვერ მოხერხდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნასაკირალის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო