უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი 52.3% საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდნეტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც პარტიის ოფისში ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა.
ეგზიტპოლის შედეგები კი ასე გამოიყურება:
სალომე ზურაბიშვილი - 52.3%
გრიგოლ ვაშაძე „ძალა ერთობაშია“ ვაშაძე - 28.1%
დავით ბაქრაძე „ევროპული საქართველო“ - 9.2%
ზურაბ ჯაფარიძე „გირჩი“ – 3.3 %
შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტია“ – 3.1%
ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა. ეგზიტპოლი 100 უბანზე ჩატარდა და მის ფარგლებში 5124 ამომრჩეველი გამოიკითხა.
აღნიშნული შედეგები კარდინალურად განსხვავდება რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებისგან, სადაც ვაშაძემ და ზურაბიშვილმა თანაბარი რაოდენობის ხმები - 40-40% მიიღეს, რაც მეორე ტურის ჩატარებას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




