უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოზიცია ცალკეულ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალ კვირას გაჟღერდეს - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ მომავალ კვირას დაასახელებს, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.
„რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, თქვენ იცით ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ გუნდს არ ეყოლება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი. თუ რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელსაც ახლო მომავალში გააჟღერებს, ეს შესაძლოა მომავალ კვირასაც მოხდეს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
2008 წლის აგვიტოს ომზე საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იზორიამ განაცხადა, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით.
„2008 წელს კულმინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ კულმინაციამ მიიღო რეალური სახე უშუალოდ მონაწილეობით და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან“,- განაცხადა იზორიამ.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




