უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
 
					
					
											„ქართულმა ოცნებამ“ დაინდო ისინი, მაგრამ ჩვენ არ დაგინდობთ და ქართველი ხალხი არ დაგინდობთ - ირმა ინაშვილი
იმ საქართველოს რა ვუთხარი, რომ ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, ეს არის, ეტყობა, ჩვენი ხვედრი, რომ ეს ავიტანოთ 4 წლის მანძილზე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრმა, ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
მისი თქმით, ფარული მოსმენების პრაქტიკა სწორედ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ და მისგან გამოყოფილმა უმცირესობის წევრებმა დაამკვიდრეს.
,,საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს არა და ეს 80 000 ფაილი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა. ეს მასობრივი წამების ფორმაა. ასე გყავდათ დაშანტაჟებული უამრავი პოლიტიკური ოპონენტი და ქართველი ხალხი აქციეთ ამ ფარული გადაღებების მძევლად. ეს ტერორი უნდა დასრულდეს ქვეყანაში. მე ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის სულისკვეთება ამისკენ არის მიმართული. დერჟინსკის მეთოდები რომ გახსენდებათ დღეს, გახსენდებათ იმიტომ, რომ დერჟინსკის მემკვიდრეები და სულიერი შვილები ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის წარმომადგენლები. ყველა ის მეთოდი, რაც ძერჟინკის ჰქონდა თავის დროზე, თქვენ დახვეწეთ, მოარგეთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას და ბატონი ადეიშვილის, სააკაშვილის და სხვა თქვენი თანამებრძოელბის წყალობით ამას ახორციელებდით. დღეს გამოდიხართ და გვიხსნით,რა ცუდია ფარული მოსმენები და თან ჭკუას გვასწავლით, რომ 9 წელი არ უნდა გავიხსენოთ. ჩვენი უფლება და ვალდებულებაა, გავიხსენოთ კი არა ის 10 წელი და პასუხი ვაგებინოთ თქვენი პარტიის ლიდერებს, რომლებიც გააქცია ამ ქვეყნიდან „ქართულმა ოცნებამ“ სხვათა შორის, გაუხსნა კარები და სააკაშვილი გაატარეს ისე, რომ პასუხი არ უგია, ადეიშვილიც გაატარა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაინდო ისინი, მაგრამ ჩვენ არ დაგინდობთ და ქართველი ხალხი არ დაგინდობთ, ამის დრო აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვის ხელში უნდა იყოს ფარული მიყურადების ე.წ. გასაღები, ინაშვილის თქმით, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი უწყების და არა სუს-ის ხელში.
,,ეს სტრუქტურა, სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და არანაირად პირდაპირ დაკავშირებული სუს-თან. პლუს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას კიბერუსაფრთხოების სამსახური’’, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								