უკან

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2024 16:20
font-size

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, მივმართავ საჯარო სექტორის მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს - გიორგი გახარია

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.

„ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანებისთვის ხელის ხლება, იმიტომ, რომ ესენი არიან ინსტიტუციური მეხსიერების მატარებლები დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა და ფაქტობრივად, თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები – დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, ზოგიერთ შემთხვევაში სამმართველოს ხელმძღვანელები და მოადგილეები, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს ყველანაირი საფუძვლის გარეშეც და მათ შემდგომ სამართლებრივი დავის საშუალებაც ფაქტობრივად ერთმევათ. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა საჯარო მოხელეებს მიმართა.

„მეგობრებო, მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი რიგითი მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის საშუალებით იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავს სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლებას, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს. უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადეს, რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, ეს მოძალადე კიდევ უფრო მეტს იძალადებს ჩვენზე. თუ დღეს საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის და არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, რომლის მთავარი მიზანია, სახელმწიფოს, მოქალაქეების და ქვეყნის მსახურება და არა ერთი პარტიის და ერთი ადამიანის და მათი კორუმპირებული ინტერესების, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. გაიტანენ მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ზუსტად იმას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. უკვე ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას და მინდა მოგიწოდოთ, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი – ამოიღოთ ხმა და გააკეთოთ ის არჩევანი, რომელიც დღეს საქართველოს, სახელმწიფოს და ქუჩაში მდგომ მოქალაქეებს ძალიან სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

18 დეკემბერი, 2024 , 18:23

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდ

გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები - რობინ ვაგენერი

18 დეკემბერი, 2024 , 18:03

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განც

დისკუსია არის ერთადერთი გზა, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია, დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

18 დეკემბერი, 2024 , 13:18

ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე

გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება - სალომე ზურაბიშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 12:51

,,მადლობა, რომ მომეცით საშუალება ამ გადამწყვეტ პერიოდში საქართველოსთვის ვიმყოფებოდე აქ და მქონდეს საშუალება, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ხდება ჩემს ქვეყანაში დღესდღეობით. მადლობა მინდა გადავუხადო ევროპა

ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ, ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით - ევროპარლამენტის პრეზიდენტი

18 დეკემბერი, 2024 , 12:19

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. „თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგ

შეიძლება, ვიღაც ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს - კახა კალაძე

18 დეკემბერი, 2024 , 11:54

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისა