უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2024 11:54
font-size

შეიძლება, ვიღაც ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს - კახა კალაძე

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„შეიძლება, ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. ჩვენთვის უპირველესი, მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვაა. ყველა ხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, ბევრი რამ შეიცვლება, გადალაგდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველო გააგრძელებს განვითარებას, წინსვლას. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ პროცესები დაჩქარდეს. რაიმე წარმატება თუ გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა. ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყოველგვარი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტისა და სანქციებზე მიერთების მოთხოვნა – ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშუალება, საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

„არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება, ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და გამოიყენონ სათავისოდ. არავის გვინდა, მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, გვინდა ურთიერთობების გაღრმავება. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის დასავლეთთან, აშშ-თან. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია, ეს იყოს ორმხრივი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადება ალენ ბერსეს მხრიდან არის, რომ არანაირი ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით ის აქ არის და ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს თვითმარქვია რეჟიმის ლეგიტიმაციას - გიორგი ვაშაძე

19 დეკემბერი, 2024 , 12:51

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოში წამების კომიტეტი ჩამოვა, რომელიც დამატებით შეისწავლის იმ ბრუტალური წამების ფაქტებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე წამების კომიტე

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს

19 დეკემბერი, 2024 , 12:04

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებას უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს - ეს მექანიზმი საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს. მისიას უნდა ჰქონდეს 2 მიზანი - შეის

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

18 დეკემბერი, 2024 , 18:23

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდ

გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები - რობინ ვაგენერი

18 დეკემბერი, 2024 , 18:03

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განც

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, მივმართავ საჯარო სექტორის მოხელეებს, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს - გიორგი გახარია

18 დეკემბერი, 2024 , 16:20

„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხ

დისკუსია არის ერთადერთი გზა, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები, ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია, დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში დისკუსიისთვის - ირაკლი კობახიძე

18 დეკემბერი, 2024 , 13:18

ორი კვირაა, ვადასტურებთ მზაობას დიალოგისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე