უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ქართველებისა და სომხების წინააღმდეგ წარმოუდგენელი დანაშაულია ჩადენილი - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ადგილობრივი არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი“.
როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, “ივანიშვილ-ბოკერია-თარხან-მოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს“.
„ხმების სანაცვლოდ, დღეს სამველ პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია ამ კუთხის საქართველოდან სამუდამოდ მოწყვეტა - ოფიციალურად მოღვაწეობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. ამას შეიძლება მოყვეს განუსაზღვრელი შედეგები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის.
ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, პრეცედენტი აფხაზეთში, როდესაც სეპარატისტული მოძრაობა დაიწყო სწორედ სომეხთა კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციამ. როდესაც აფხაზებს იქაურ თვითმმართველობებში უმრავლესობა მივეცით არძინბას მეთაურობით და მერე როგორ გამოგვიცხადეს დამოუკიდებლობა და როგორ წამოიწყეს ომი, ვიცით. იგივეს ვაკეთებთ ახლა ჯავახეთში, რომელიც ისედაც დაძაბულობით ხასიათდება.
მთელი ეს დანაშაულებრივი სქემა მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეთანხმება მოსკოვში მოღვაწე სომხური სეპარატისტული ორგანიზაცია „ჯავახის“ლიდერ არაბიანთან მოხდა, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით და თამადობით. მომხდარია, ქართველებისა და სომხების წინააღმდეგ წარმოუდგენელი დანაშაული.
მოვუწოდებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ შერჩენიათ პატრიოტიზმის ნატამალი და ადამიანობის ელემენტები, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ სრულიად გაყალბებული არჩევნების შედეგები“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25