უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა კომიტეტს კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კეძოდ, სახელმწიფო მინსტრმა დეტალურად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომების შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. გაიმართა დებატები.
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა სტრასბურგში 15-16 თებერვალს გაიმართა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯომარეების - თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.
სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები და მისი ზეგავლენა ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დემოკრატიულ რეფორმები, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25