უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურ მრჩეველებს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომდგენლის ოფისის პოლიტიკურ მრჩეველებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ბიორნ კიუნესთან, ტომ ტრიერთან და ემანუელ ანკეტილთან.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით შექმნილ ვითარებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა და მის ფარგლებში განსახილველი საკითხები. სახელმწიფო მინისტრმა დისკუსიების ფორმატში და ზოგადად, სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25