უკან

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2017 17:35
font-size

ქეთევან ციხელაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მდგომარეობასა და იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას, მავთულხლართების ორივე მხარეს აწუხებს.

„დეტალურად განვიხილეთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება. ის პოლიტიკა, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება. გამოწვევები, რომლებიც მოსახლეობისათვის ჩნდება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ასევე ვისაუბრეთ იმ განგრძობით დახმარებაზე, რასაც იაპონია საქართველოს წლების განმავლობაში უწევს. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონიის პოზიცია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ურყევია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მხარდაჭერა, ჩართულობა და დახმარება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, გაგრძელდება.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა სწორედ იმ გამოწვევების ჭრილში, რასაც განგრძობითი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი ქმნის. ჩვენი საუბრისას დიდი დრო დაეთმო გამყოფი ხაზების სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის განხილვას. განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის - გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა იაპონიის ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მიმართ და განაცხადა, რომ შეხვედრაზევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ