მსოფლიო
ქიმიური თავდასხმა სირიის ქალაქ დუმაზე დადგმული იყო - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული სავარაუდო ქიმიური თავდასხმა „გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურების“ მიერ იყო დადგმული.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმის „დამდგმელი ქვეყანა“ ცდილობს, იყოს „რუსოფობიული კამპანიის პირველ რიგებში“. მან აღნიშნა, რომ სირიაში ჩადიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები.
„ის [საექსპერტო ჯგუფი] უნდა ჩავიდეს დამასკში, მგონი, ხვალ დილისთვის, და ვფიქრობთ, რომ ის დაუყოვნებლივ გაემგზავრება დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის, ქლორის ან სხვა რამის გამოყენების არანაირი მტკიცებულება არ აღმოაჩინეს ჩვენმა სპეციალისტებმა, რომლებმაც ეს ადგილი გამოიკვლიეს“, - თქვა ლავროვმა.
გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას აქვს „მტკიცებულება“, რომ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქალაქ დუმაზე თავდასხმისას.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ წინა კვირას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, სულ მცირე, ქლორი“, -თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შაბათს სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, აქედან 43-ს დაუდგინდა სიმპტომები, რომლებიც ქიმიურ თავდასხმაზე მიუთითებდა.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს. ასადის პარტნიორი რუსეთი კი დასავლელი ლიდერების განაცხადებებს ქიმიური თავდასხმის შესახებ „პროვოკაციას“ უწოდებს.
სირიაში შექმნილი ვითარების გამო აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა დასავლელი ლიდერები მსჯელობენ სირიის სამთავრობო ძალებზე სამხედრო იერიშის ვარიანტზე. სამხედრო მოქმედებებში ჩართვაზე უარი თქვეს იტალიამ და გერმანიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

