რეგიონები
ქობულეთის ნაგავსაყრელის ყოფილ დირექტორს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს “ჰიგიენა 2009-ის” ყოფილი დირექტორს ირაკლი ცეცლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ცეცხლაძეს ყველა ანგარიში დაუყადაღდა.
მტკიცებულებები სადაო არ გაუხდია დაცვის მხარეს და ეს ფაქტი მოსამართლემ გაითვალისწინა.
ცეცხლაძის ადვოკატის ომარ ხაჩიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ირაკლი ცეცხლაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.
პროკურორის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებას გაეცნობიან და ამის შემდეგ მიიღეებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა სასჯელი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - "ჰიგიენა 2009"-ის დირექტორი თებერვალში დააკავა.
გამოძიება ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება. ეს თანხა ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი.
შპს “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
"მე საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებში არ შევიჭრები. მინდა აღვნიშნო, რომ არავის არ ეპატიება სახელმწიფოს ბიუჯეტის, თანხების მითვისება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას და ზოგადად ნაგავსაყრელის ბედს და მომავალს, აქტიურად მუშაობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ პერმამენტულად ვხვდებით მოსახლეობას, არის რიგი საკითხები, რომლებსაც სჭირდება დახვეწა. ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო გაითვალისწინებს ამ მოთხოვნებს", - განახადა პატარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
26 დეკემბერი, 2025 , 10:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
22 დეკემბერი, 2025 , 16:57
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება
20 დეკემბერი, 2025 , 11:41


