უკან

საზოგადოება

26 ივლისი, 2017 15:00
font-size

ქუთაისის ბინების განაწილების კომისიამ მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც ქუთაისში 429 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს, მუშაობა დაიწყო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

1. ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილი ოჯახების გაყვანა;
2. სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით;
3. კრიტერიუმების შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლება.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის პირველი ეტაპი სააპლიკაციო ფორმის შევსებაა, რის საფუძველზეც დევნილ ოჯახებს წინასწარი ქულები ენიჭებათ.

ქუთაისში ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 3737 დევნილმა ოჯახმა შეავსო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებული ქულების საფუძველზე, შეირჩა ყველაზე მაღალი ქულების მქონე ის დევნილი ოჯახები, რომლებიც მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.

მონიტორინგის სამსახური 12 ივნისიდან 24 ივლისამდე მუშაობდა, რის შემდეგაც მოკვლეული მასალები, განსახილველად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. ამ კომისიის მუშაობა კი დღეს, 26 ივლისს იწყება და 28 აგვისტომდე გაგრძელდება.

გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად, შედიან სახალხო დამცველის აპარატის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG), რომელიც 4 ორგანიზაციას აერთიანებს, ასოციაცია „თანხმობის“, ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ის ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისათვის.

მუშაობის პროცესში კომისიის წევრები ინდივიდუალურად განიხილავენ თითოეული დევნილი ოჯახის მონაცემებსა და მონიტორინგის შედეგებს.

გადაწყვეტილება კი ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუ კონკრეტულად, რომელ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ ბინები.

გადასაცემი ბინის ოთახების რაოდენობა სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგს დაექვემდებარნენ:
1. ერთოთახიანი ბინის პრეტენდენტები 5.5 და მეტი ქულა
2. ოროთახიანი ბინის პრეტენდენტები 5 და მეტი ქულა
3. სამოთახიანი ბინის პრეტენდენტები 4 და მეტი ქულა;

კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდება 429 დევნილი ოჯახი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.

კომისია, ასევე განიხილავს 9 ნგრევადი ობიექტის (150 დევნილი ოჯახი ) დახურვის საკითხსაც.

საკვანძო სიტყვები:

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ