სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს პატიმრობა მიუსაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 მაღაროელს პატიმრობა მიუსაჯა.
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი — 4 წელი და 3 თვე.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამოაცხადა.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას. მაღაროელები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს სთავაზობდა.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკვანძო სიტყვები:
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
30 იანვარი, 2026 , 11:58
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი
30 იანვარი, 2026 , 11:34
შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი - სუს-ი
29 იანვარი, 2026 , 14:48
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
28 იანვარი, 2026 , 21:38
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა - პროკურატურა
28 იანვარი, 2026 , 17:20
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა - პროკურატურა ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვს
28 იანვარი, 2026 , 12:28


