უკან

კომენტარი

14 დეკემბერი, 2017 11:30
font-size

ქვეყანა უსაქმურობაში ხარჯავს ასეულ მილიონ ლარს, მერე უკვირთ, რატომ ”არა აქვთ” პენსიების მოსამატებელი ფული - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე სახელმწიფო უწყებებში გაბერილი შტატების შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, სახელმწიფო აპარატში მხოლოდ მოადგილეების შემცირებთ ათეულ მილიონობით ლარი დაიზოგებოდა.

,,საქართველოში მოადგილეების კულტია. ყველა უფროსს რამდენიმე მოადგილე ჰყავს. სახელმწიფო აპარატში მხოლოდ მოადგილეების შემცირებთ ათეულ მილიონობით ლარი დაიზოგებოდა.

საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში მინისტრის მოადგილეების რაოდენობით. მაგალითად, ისრაელში 21 მინისტრია და მას მხოლოდ 7 მოადგილე ჰავს. ჰოლანდიაში 11 სამინისტროდან მხოლოდ ცხრას ჰყავს თითო მოადგილე. იტალიაში 13 სამინისტროდან მხოლოდ 5 მინისტრს ჰყავს მოადგილე. თუმცა, ცუდი ევროპული მაგალითების მოყვანაც შეიძლება.

განსხვავებული მდგომარობაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, ბელორუსში 19 სამინისტროში დასაქმებულია მინისტის 63 მოადგილე.

ამ მხრივ საქართველო ლიდრობას არავის უთმობს. 19 მინისტრს 88 მოადგილე ჰყავდა.

მხოლოდ თითო მოადგილის დატოვებით და დანარჩენის შემცირებით სულ მცირე 9 მილიონი ლარი დაიზოგებოდა.

საქართველოში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე 240 უწყებაა( ე. წ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი). მოადგილეების რაოდენობა არის სულ მცირე 480. მათი შემცირებით თანხების ეკონომია იქნებოდა 21 მილიონი ლარი.

სულ, მინისტრის მოადგილეებისა და სახელმწიფო სიპ-ების უფროსების მოადგილეების შემცირებით დაიზოგებოდა 30 მილიონი ლარი( გაანგარიშებაში შედის მხოლოდ მოადგილის, მძღოლის, მანქანისა და მდივნის ხარჯები).

ადგილობრივ დონეზე რამდენი ასეული სიპია და სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე რამდენი ასეული აიპი( არასაჯარო სამართლის იურიდიული პირი) არავის დაუთვლია.

ქვეყანა უსაქმურობაში ხარჯავს ასეულ მილიონ ლარს. მერე უკვირთ, რატომ ”არა აქვთ” პენსიების მოსამატებელი ფული“, - წერს რომან გოცირიძე.

საკვანძო სიტყვები:

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი