უკან

პოლიტიკა

30 ნოემბერი, 2017 11:55
font-size

ქვეყანაში შესაძლოა დაბრუნდეს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ე.წ. „ოდეერის“ პრაქტიკა

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ცვლილებათა კანონპროექტს, რომელიც, მათი აზრით, ჭარბ ძალაუფლებას მიანიჭებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ცვლილებების მიხედვით, სუს-ისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება იგეგმება, ასევე სუს-ის თანამშრომლის მივლინება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსა თუ საწარმოში იმ პირობით, რომ ის არ გაამჟღავნებს მის ნამდვილ სამსახურს. მესამე სექტორი შიშობს, რომ ასე ქვეყანაში დაბრუნდება საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ე.წ. „ოდეერის“ პრაქტიკა.

„მედიანიუსი“ არასამთავრობოების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობამ 22 ნოემბერს პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონსა და თანმდევ 110 კანონში. ცვლილებები შედის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონშიც, რადგან მთავრობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის გაერთიანება გადაწყვიტა. თუმცა, სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად შემოთავაზებული კანონპროექტი სხვა საკითხებსაც ეხება, რაც ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის კლასიკური საბჭოთა სახით დაბრუნებასა და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს.

კანონპროექტის თანახმად:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნება, საიდუმლო თანამშრომელი მიავლინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში (ყველა სამინისტროში, სსიპსა თუ ა(ა)იპ-ში), კერძო საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში;

მივლინებულ მოსამსახურეს არ ექნება უფლება, გაამჟღავნოს სამსახურისადმი კუთვნილება;

„ჩანერგილ“ მოსამსახურეს უფლება ექნება მივლინებულ უწყებაში დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა;

მივლინებული მოსამსახურე ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია;

„ჩანერგილი“ მოსამსახურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც აიღებს ანაზღაურებას და იმ საწარმოდანაც, სადაც ფარულად არის მივლენილი;

მივლინებულ მოსამსახურეს ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს საიდუმლო თანამშრომელი ჩართოს დანაშაულებრივ ჯგუფში, მათ შორის ნებისმიერ საწარმოსა და დაწესებულებაში, სადაც არსებობს ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ (კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“).

ასევე, 2015 წელს კანონმდებლობით გაუქმდა ტერმინი „უსაფრთხოების ოფიცერი“, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ შეუძლია, სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში დანიშნოს მუდმივი წარმომადგენელი, მხოლოდ დაწესებულებასთან ურთიერთშეთანხმებით. ასეთი დაწესებულებების ნუსხა მთავრობის მიერ არის განსაზღვრული. აქედან გამომდინარე გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საწარმოსა და დაწესებულებაში საიდუმლო თანამშრომლის მუდმივად მივლენა.

მოვალეობათა შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავება მოქმედი კანონდებლობით მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის არის დაშვებული. ამის მთლიანად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე გავრცელებით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ ე.წ. „ოდეერის“ პრაქტიკა.

უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ქვეყნისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რეფორმა ძლიერი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის არსებობას უნდა ისახავდეს მიზნად. ერთი სამსახურისათვის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლებისა და ტოტალური კონტროლის ბერკეტების მინიჭებით ვერ მივიღებთ სამსახურს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეფექტურად დაიცავს. ეს, მაღალი ალბათობით გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება, ანალიზის, სამართალდაცვის, ძალის გამოყენების, პრევენციისა და გამოძიების ფუნქცია, ასევე გარე კონტროლის სუსტი მექანიზმები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცევს ტოტალური კონტროლის მექანიზმად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს არსებული ფორმით და დაზვერვის სამსახურის კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე“, - წერია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, მწვანე ალტერნატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ხმა საქართველოდან.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ