უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
რა უჭირთ კომერციულ ბანკებს, რომ თქვენ არ წაეშველოთ საკრედიტო რესურსების ფორმირების პროცესში? - რომან გოცირიძე
“იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ლარის გაუფასურებაზე, ვინაიდან თქვენ გაეცით 500 მლნ. ლარის ოდენობის სესხი 5 ივლისიდან მოყოლებული კომერციულ ბანკებზე?“,-ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს.
გოცირიძის თქმით, „რა უჭირთ ასეთი კომერციულ ბანკებს, რომ თქვენ არ გაიღოთ მოწყალება და მათ არ წაეშველოთ საკრედიტო რესურსების ფორმირების პროცესში?“
„იმოქმედა თუ არა ამან ლარის გაუფასურებაზე?! როდესაც ლარი უფასურდებოდა, რატომ გაეცით სამშაბათს 50 მლნ. ლარი დამატებითი სესხი კომერციულ ბანკებზე?! ეს ფული რომ დაებრუნებინათ ბანკებს, მათ მოუწევდათ ფულის გაყიდვა და ლარზე ზეწოლა აღარ იქნებოდა. რა არის თქვენთვის პრიორიტეტი? ფასების სტაბილურობა, თუ რაღაც მოჩვენებითი ეკონომიკური ზრდა.
ასევე თქვენ აღნიშნეთ, რომ მოახდენთ პენსიების ინდექსიზაციას და პენსია გაიზრდება, 20 ლარით. ეს არის 11%. ეს არ არის ინდექსაცია, ლარის მიმდინარე და შარშანდელი გაუფასურება იმაზე მეტია, ვიდრე 11%. ხოლო, პენიონერების სეგმენტზე გაუფასურების ხარისხი აბსოლუტურად სხვა არის, მხოლოდ მედიკამენტები 10%-ით გაიზარდა და მათ აბსოლუტურად სხვა სამომხმარებლო კალათა აქვთ, ვიდრე ზოგადად ითვლიან ინფლაციას. ფაქტობრივად, თქვენ პენსიონერები გაწირეთ.
თქვენ ასევე ხარჯავთ ფულს ძველებურად არათანმიმდევრულად. დარჩენილ ორ თვეში თქვენ უნდა დახარჯოთ ბიუჯეტიდან 2,3 მლრდ. ლარი. იძლევით თუ არა იმის გარანტიას, რომ ის 400 მილიონიანი გარღვევა, რომელიც თქვენ გქონდათ, და რომლის გახარჯვასაც თქვენ აპირებთ ამ ბოლო ორ თვეში, არ იქნება ლარის გაუფასურების დამატებითი ფაქტორი და არ განმეორდება ის, რაც ბიუჯეტის დამტკიცებისას შარშან ვიხილეთ, როცა დეკემბრის ბოლოს ლარი საშინლად დაეცა?!“,- მიმართა ქუმსიშვილს რომან გოცირიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი
2 თებერვალი, 2026 , 15:09
განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი
2 თებერვალი, 2026 , 12:26
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53


