უკან

მსოფლიო

6 დეკემბერი, 2017 14:25
font-size

რადასთან კარვებზე იერიშის შედეგად 11 სამართალდამცავი და 2 მოქალაქე დაშავდა

დღეს დილას რადასთან გაშლილი კარვების ქალაქზე განხორციელებული შტურმის შედეგად 11 სამართალდამცველი და 2 სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინულ არხ 112-ს პოლიციაში განუცხადეს.

სპეცრაზმელებმა იერიში მიიტანეს კარვების ქალაქზე მიხეილ სააკაშვილის დაჭერის მიზნით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი პროტესტის მონაწილეთა შორის მათ ვერ აღმოაჩინეს.

გუშინ დილას მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ.

დაკავების შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი მანქანაში ჩასვეს, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა გზა გადაუღობეს სპეცნაზმს, რის გამოც სააკაშვილის გაყვანა კიევის ცენტრიდან ვერ მოხერხდა. დაკავებიდან რამდენიმე საათში აქტივისტებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები და გამოიყვანეს სააკაშვილი. კიევის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე.

გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან მივიდა, სადაც მიტინგი გამართა.

ანა მებურიშვილი

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

6 ოქტომბერი, 2025 , 13:49

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა. ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმა

ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას - ფრიდრიხ მერცი

6 ოქტომბერი, 2025 , 10:10

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას,  – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას 

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო

1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მ

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი

30 სექტემბერი, 2025 , 09:23

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადად