უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2018 17:20
font-size

რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს, ალბათ, საშინელება... მირჩევენ, არ ნახოო - გორში მოკლული 8 წლის გოგოს ბაბუა

გორში მოკლული 8 წლის გოგოს ბაბუამ, ხვიჩა ბერიაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა. „კურიერთან“ საუბრისას მან თქვა, რომ არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო.

მოკლულის ბაბუას თქმით, მას ურჩევენ, ვიდეო არ ნახოს.

„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი, უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან, ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ, არ ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება, გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ. რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ“, - თქვა ბერიაშვილმა.

მოკლულის ოჯახმა პრეზიდენტი და დეპუტატი ეკა ბესელია გააკრიტიკა, რადგან როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა და მას წარსულში ჩადენილ დანაშაულზე ის ამნისტიაც შეეხო, რომელზეც ბესელია მუშაობდა.

„ჩვენმა საუკეთესო არასწორმა პრეზიდენტმა გამოუშვა, რომ ეს ამბავი მომხდარიყო. რა უნდოდა მაგას გარეთ. რომ ეს ბესელია კიდევ რომ იღრიჭება გიჟივით. შეხედოს , აბა, თავის შვილს. თვალებში შეხედოს. არ ვაპატიებ არავის“, - თქვა ბერიაშვილმა.

ბერიაშვილის ბრალდებას თავად ბესელიამ უპასუხა. დეპუტატის განმარტებით, მას მძიმე დანაშაულში ბრალდებული იაგო ნებიერიძე ციხიდან არ გამოუშვია და ნებიერიძე მხოლოდ სასჯელის 1/3 შემცირების შემდეგ პრეზიდენტმა ინდივიდუალურად შეიწყალა:

„ამნისტიის აქტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, არ შეხებია არცერთ ძალადობრივი დანაშაულს, მუხლს და არ შეხებია ამ ადამიანს იმ დანაშაულისთვის ამნისტია, კონკრეტული მუხლის გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა მსჯავრად დადგენილი. ამნისტია შეეხო ზოგადად იმ მსჯავრდებულებს, სასჯელის 1/3 ან ¼ შემცირებით, რომლებსაც ამნისტია არ ეხებოდათ, მუხლების გათვალისწინებით და ესეც ძალადობრივი დანაშაული იყო, მაგრამ ყველა დანარჩენს სასჯელი შეუმსუბუქდა 1/3 ან ¼ იმიტომ რომ ციხეებში იყო წამების სასტიკი მოპყრობის მასიური შედეგები, იყო არასამართლიანის სისხლის სამართლის პოლიტიკა და ყველა დანარჩენ სასჯელის შემცირების კუთხით და ეს ადამიანი არ გათავისუფლებულა ამნისტიის აქტით, მას ინდივიდუალური აქტი შეახო პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა ინდივიდუალურად შეიწყალა ის სასჯელის ნაწილში, რომელის შემდეგაც ის გათავისუფლდა“,- განაცხადა ბესელიამ.

მოკლული გოგონა გორში 25 ოქტომბერს იპოვეს, მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.

ნებიერიძეს არასრულწლოვნის გატაცებაში კიდევ ერთი ოჯახი ადანაშაულებს. 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ბავშვის კვალს ოჯახმა დღემდე ვერ მიაგნო, თუმცა ნებიერიძე სასჯელს არა ბავშვის გატაცებისთვის, არამედ თანხის გამოძალვის მცდელობისთვის იხდიდა.

8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე, ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს

ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოსულ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - შემოსავლების სამსახური

12 იანვარი, 2026 , 15:34

ყულევის ტერმინალში ტანკერის „NOSTOS“-ის შესვლას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებით ეხმაურება. როგორც უწყება განმარტავს, მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბე

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო

12 იანვარი, 2026 , 10:25

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფ

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო

9 იანვარი, 2026 , 14:58

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად საზოგადოე

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ უწყვეტად, მინიმუმ 6 თვე იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

9 იანვარი, 2026 , 12:57

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ

ბაზრიდან „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 09:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

8 იანვარი, 2026 , 14:01

9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა