უკან

პოლიტიკა

10 აგვისტო, 2018 13:52
font-size

რასაც თქვენ აპირებთ ამ არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო - გიორგი ვაშაძე ცესკო-ს

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

მისი ინფორმაციით, ცესკო საარჩევნო ოლქების საარჩევნო კომისიის წევრებად ნიშნავს „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისივე პირველივე გადაწყვეტილებებით საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო. მან, ფაქტობრივად, გადააბარა რაიონებში მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება „ქართული ოცნების“ შტაბებსა და სუს-ის წარმოამდგენლებს.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ჩვენ გუშინ მოვიპოვეთ, დგინდება, რომ 76 ე.წ. დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე მათ დანიშნეს ყოველგვარი გასაუბრებისა გარეშე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების მეუღლეები, ოჯახის წევრები ან სუს-ის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ან თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები.

შემიძლია, რამდენიმე მაგალითი გითხრათ, რომლებიც იყოფა სამ კატეგორიად. პირველი - ესაა „ქართული ოცნების“ პირდაპირ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, მეორე - ესაა ცესკოს თანამშრომლების ოჯახის წევრები და მესამე - ესაა სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, რაც ფაქტობრივად მიუთითებს, რომ ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას.

მე მინდა, მოვუწოდო ცესკოს და ვუთხრა, არცერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ. ის, რასაც თქვენ აპირებთ ამ არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო. და ძალიან გთხოვთ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ თითოეულ ფაქტზე, რომელიც ხელთ მაქვს და 76 ოლქიდან თითქმის ყველა ოლქზე ირკვევა, რომ თქვენ გინდათ გააყალბოთ არჩევნები“, -განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის, რომ ცესკოს თავჯდომარემ თამარ ჟვანიამ თელავში, საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელ წევრად საკუთარი მაზლის ცოლი, ლეილა სიბაშვილი დანიშნა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა