პოლიტიკა
რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს - არჩილ თალაკვაძე
ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ყველა კითხვას გავცემთ პასუხს – საზოგადოება დარწმუნდა, რომ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.
“მინდა, აკაკი ბობოხიძეს ვუპასუხო, რომელმაც თქვა: – დუმილი ძვირი დაგიჯდებათო. ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. თუ შეიძლება დამიდასტუროთ, მართლა ხმა გაქვთ თუ არა ჩართული – დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?! კომისიის ყველა წევრს გვაქვს კონკრეტული კითხვები და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს. რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა არის ის, რომ რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს და რაზეც მტკიცებულებები არის შეკრებილი, პასუხისგებაში მიცემულია ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია. შედეგი ეს არის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


