უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 იანვარი, 2019 16:10
font-size

რეგლამენტის 29-ე და 51-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებენ ფრაქციის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა რეგლამენტის სრული დაცვით მოხდა, რადგან რეგლამენტის 29-ე და 51-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებს ფრაქციის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

„რეგლამენტის 29-ე და 51-ე მუხლები პირდაპირ ითვალისწინებენ ფრაქციის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის კომიტეტის თავმჯდომარე ან პირველი მოადგილე, მოადგილე ან კომიტეტის შემადგენლობის 1/3 იწვევს კომიტეტის სხდომას. კომიტეტის ყველა წევრს შევხვდები ნებისმიერ დროს. ყველას მოვუწოდებ, რომ ჯერ დავიცვათ თამაშის წესები და გუნდურობა. ვილაპარაკოთ გუნდის შიგნით და ნებსით თუ უნებლიედ, ნუ დავასხამთ ჩვენი ოპონენტების, პოლიტიკური მტრის წისქვილზე წყალს. ჩვენ გუშინ არცერთი სიტყვა არ დაგვიძრავს, არც პარტიის ხელმძღვანელს იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი ყოფილიყო ვინმეს გარიცხვაზე. სიასთან და კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით გუშინ განხილვა არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული კითხვა, რაც იმ კონკრეტული პერსონების მიმართ ისმევა. შეიძლება, ვიღაცას დაუჭიროს პარლამენტმა მხარი, ვიღაცას - არა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და