უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ გვჭირდება სადღეგრძელოები, სალომე ზურაბიშვილს მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი - ანა წითლიძე
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში, რეალურად – სპეცოპერაციაში, მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე, და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




