პოლიტიკა


რევოლუციის მოწყობის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, შესაბამისად, ეს ვიღაცების გადამზადება-მომზადებაც არ გვიკვირს - კახა კალაძე
ეს ქვეყნები, კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ გლობალური ომის პარტიას, წარმოადგენენ „დიფ სთეითს“, რა თქმა უნდა, ვერ ისვენებენ და არ ისვენებენ და უნდათ ქვეყანაში როგორმე მოაწყონ არეულობა და სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვაში დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი აქტივისტების ოქტომბრის არჩევნებისთვის წვრთნას შეეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ბევრი მცდელობა იყო და ამისთვის ცალკეული პირების მომზადება გასაკვირი არ არის.
„ბოლო წლებში ბევრი ასეთი მცდელობა გვახსოვს და ვნახეთ, თუ როგორ ებრძოდნენ ისინი ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ჩვენ არ გავატარეთ რომელიღაცა სხვა ქვეყნის ინტერესები. დღეს საქართველოს მთავრობას იმის გამო ებრძვიან, რომ დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცავით, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები და ეს არის მათთვის ყველაზე მძიმე, ეს არ აწყობთ ყველაზე მეტად“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და რადიკალიზმის ნებისმიერი მცდელობა დამარცხებული იქნება.
„რევოლუციის მოწყობის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, შესაბამისად, ეს ვიღაცების გადამზადება-მომზადებაც არ გვიკვირს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყველა ასეთი მცდელობა, რომელიც გაჯერებულია რადიკალიზმით, სიძულვილით, ყოველთვის იქნება დამარცხებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ლიეტუვაში ამზადებს. ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების, „ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25