უკან

კომენტარი

23 ოქტომბერი, 2025 11:33
font-size

როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე

როდესაც რუსთაველის გამზირზე სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი.

„ყოველდღიურად 50 ადამიანი კეტავდა ქუჩას, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ დღეში ხდება დაახლოებით 20-25 ადამიანის დაკავება.

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია, 300 ქართველი ხალხი არის გამოსული და რა თქმა უნდა, ამას არ შეიძლება, ეწოდოს პროტესტი. რაც სინამდვილეში არ არის პროტესტი, იმაზე ვერავის დავარქმევინებთ პროტესტს", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:38

ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. &bdquo

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:21

მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაგრამ სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობები - პროკურატურის მოთხოვნა [გირაოს შეფარდებაზე] არის თუ არა რელევანტური,

გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:18

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51 აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება

23 ოქტომბერი, 2025 , 11:23

შეგიძლიათ, დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ამი

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება, შევიდნენ პარლამენტში, თუმცა ეს მათ საერთო სულისკვეთებას არ ცვლი

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:57

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, - ამის&n