უკან

საზოგადოება

1 ივლისი, 2025 10:27
font-size

როგორ გახდა ბუდუ ზივზივაძე PLUS-ის ახალი კამპანიის სახე

2017 წლიდან 5 ივლისი, PLUS-ის დაბადების დღე, გახდა შოპინგის დღესასწაული, რომელსაც ადამიანები მთელი წელი ელოდებიან. ამ დღეს შეგროვებული PLUS ქულებით შეგიძლია 200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინო.

ხშირად საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებისთვის თანხის შეგროვებას ვერ ვახერხებთ. PLUS ქულები კი ძალისხმევის გარეშე, ნებისმიერი გადახდისას ავტომატურად გროვდება და გაძლევს შესაძლებლობას, თამამად იყიდო ის, რის შეძენასაც დიდი ხანია გინდა. საქართველოს ბანკი მთელი წლის განმავლობაში ლოიალურ მომხმარებელს ქულებით გადახდისას არაერთს ფასდაკლებას სთავაზობს, თუმცა 5 ივლისი განსაკუთრებულია - ემოციების, სიხარულის, ურთიერთობებისა და საჩუქრების დღესასწაული, ისეთივე სახალხო და საყოველთაო, როგორიც ფეხბურთი.

წელს PLUS დაბადების დღის კამპანიის სიმბოლო ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა თავი. იცოდი, რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ PLUS-ის დაბადების დღის სამზადისზე მიგვანიშნებდა?

კამპანიის კრეატიული დირექტორი, ბექა მეფარიშვილი, გვიყვება, როგორ დაუკავშირდა ბუდუს ცნობილი ჟესტი PLUS ქულებს:

„იდეაზე ფიქრის პროცესში ბევრი სხვადასხვა მიმართულება მოვსინჯეთ, ვეძებდით ყველაფერს, რაც ამ სიმბოლოსთან ასოცირდებოდა ფორმითა და იდეით. ბუდუც ამ პროცესში გაგვახსენდა. შევამჩნიეთ, რომ თუ მის ცნობილ აღნიშვნას 30 გრადუსით გადავხრით, პლუსის ნიშანს მივიღებთ. კამპანია მარტივ ხუმრობაზეა აგებული - თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში ბუდუ გვახსენებდა, რომ PLUS დაბადების დღისთვის ქულები შეგვეგროვებინა. თანაც, ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის ხდება. ეს დღე ერთგვარი სახალხო დღესასწაულია - ბუდუ კი სახალხო ფეხბურთელი. 5 ივლისს დიდ აურზაურსა და ბევრ გახარებულ სახეს უნდა ველოდოთ. ამ დღეს უამრავი ადამიანი დიდი ხნის სურვილების ასრულებას შეძლებს”.

ასე შეიძლება გახდეს ერთი ჟესტი უამრავი ადამიანის დამაკავშირებელი სიმბოლო. ფეხბურთი თავისი გულშემატკივრებით, ტრადიციებით, დაუწერელი თუ დაწერილი წესებით მთელი კულტურაა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ თამაში, საჩუქრების ჩუქებაც არ არის მხოლოდ ნივთების გაცვლა, ეს არის ერთმანეთზე ზრუნვის, სიყვარულის, მეგობრობის, ემოციების გამოხატვის საშუალება.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ბანკის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. ბანკის შეთავაზებებს თუ თვალს ადევნებ, ქულების შეგროვება შენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება, პარტნიორ ობიექტებში ხშირად 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია. თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AMEX-ზე დაგროვებულ MR ქულებს PLUS ქულებში გადაცვლი სულ რამდენიმე წამში მობილბანკის საშუალებით. გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შეგიძლია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გინდა ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.

ასე რომ, დრო ჯერ კიდევ გაქვს. შეაგროვე ქულები და შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, ერთადერთ დაბადების დღეს, როცა იუბილარი თავად გასცემს უამრავ საჩუქარს. ზოგჯერ საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების გახარება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ