უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2018 11:55
font-size

როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი - ზაზა სარალიძე მთავრობას უნდობლობას უცხადებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ახალი გამოძიების ჩატარებას აზრი არ აქვს ნივთმტკიცების განადგურებისა და მოწმეების დაშინების გამო.

სარალიძის შეფასებით, ამით მთავრობა ცდილობს მის მოტყუებას.

„მივმართავ სრულიად საქართველოს.

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა,

განურჩეცლად რელიგიური მრწამსისა,

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ, არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან, ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა, ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

არცერთ მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი, გვერდით დამდგომოდა, როგორც ადამიანი.

როგორ ვენდო მათ, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი“, -დაწერა სარალიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისის პარლამენტთან დღეს, 16 საათზე განახლდება. სარალიძემ მხარდამჭერების ნაწილთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაატარა. ისინი პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.

აქცია გუშინ მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო. ზაზა სარალიძის თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გუშინვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და